ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაზ ნათ ნან ნაპ ნარ ნას ნაფ ნაქ ნახ

ნათლისმცემელი // წინამორბედი

წმ. იოანე ნათლისმცემელი, იესო ქრისტეს წინამორბედი, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა; ცხოვრობდა უდაბნოში, ამხელდა საზოგადოების ბიწიერებასა და მოუწოდებდა სინანულისკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, აგრეთვე, – იესო ქრისტე მდ. იორდანეში. იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I ს.) ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროდე I-ის თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის, ჰეროდიადას, საამებლად იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9