ისტორიული ქალაქი კახეთში, სოფ. შილდის მიდამოებში; დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II – I სს.). IV ს. იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, რომელშიც დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი – აბიბოსი (VI ს.). მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ- საგანმანათლებლო მოღვაწეობა. აქ მოღვაწეობდნენ: ნეკრესელი მღვდელმთავრები დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ზაქარია მიქაძე, XVIII ს., პოეტ-დიაკონი მოსე, XIX ს. და სხვ.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]