ნა ნე ნი ნო ნუ
ნეკ ნეო ნერ ნეს ნეტ ნეძ

„ნეოფიტე ურბნელის წამება“

თხზულება მოგვითხრობს არაბი უმარის გაქრისტიანების, მის შიომღვიმის მონასტერში მოღვაწეობისა და შემდეგში ურბნისის ეპისკოპოსად ხელდახმის შესახებ. ტექსტი მთავრდება არაბთა მიერ მისი წამებით. ერთადერთი შედარებით ადრეული წყარო, რომელიც მოგვითხრობს წმ. ნეოფიტე ურბნელის შესახებ, არის წმ. შიო მღვიმელის სასწაულების შემცველი თხზულება „თხრობაÁ სასწაულთათვის მამისა შიოÁსთაÁ“ შეკრებილი ბასილი კათალიკოსის (1090 – 1110 წწ.) მიერ. ამ წყაროში დაცული მოკლე ცნობების ლიტერატურული გავრცობის გზით ანტონ I კათალიკოსმა 1768 – 69 წწ-ში შექმნა „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა მღუდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნისის ეპისკოპოსისთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“, რომელიც თავის „მარტირიკაში“ შეიტანა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9