ნა ნე ნი ნო ნუ
ნეკ ნეო ნერ ნეს ნეტ ნეძ

ნესტორიანობა (V ს.)

ქრისტოლოგიური ერესი, რომელიც ნესტორის სახელს უკავშირდება. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნესტორი ანტიოქიური თეოლოგიური სკოლის მიმდევარი იყო, რომელიც ქრისტეში უფრო მის ადამიანურ ბუნებას ხედავდა (განსხვავებით ალექსანდრიული სკოლისაგან, რომელიც ქრისტეში უმთავრესად ღვთაებრივს გამოკვეთდა). დაპირისპირებათა ამოსავალ წერტილად იქცა წოდება „ღმრთისმშობელი“ (theotókos – „ღმრთის დედა“), რომლითაც მარიამს მოიხსენიებდნენ. ნესტორი უპირატესობას ანიჭებდა ტერმინებს „ღმრთისმიმღები“ (theodóchos – „ქალი, რომელმაც ღმერთი მიიღო“) ან „ქრისტესმშობელი“ (Christotókos – „ქრისტეს დედა“), რომლითაც გულისხმობდა, რომ მარიამი მხოლოდ ქრისტეს ადამიანურობის მშობელი იყო და ამგვარად უარყოფდა ჰიპოსტატურ კავშირს. ნესტორიანელობას დაუპირისპირდა კირილე ალექსანდრიელი და 431 წ. ეფესოს მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო მისი მოძღვრება, ხოლო წმ. მარიამი „ღმრთისმშობლად“ (theotókos) გამოაცხადა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9