ნა ნე ნი ნო ნუ
ნიკ ნინ ნის ნიქ ნიშ

„ნიკოლოზ დვალის წამება“ // „წმიდისა ახლისა მოწამისა ნიკოლოზისი დვალისაჲ“

წმ. ნიკოლოზ დვალის (XIII – XIV სს.) ცხოვრებისა და მოწამებრივი სიკვდილის შესახებ მოგვითხრობს სვინაქსარული (მოკლე) „ცხოვრება“, რომელიც დაწერილია XIV ს. უცნობი ავტორის მიერ. ტექსტში გადმოცემულია აღსასრული იერუსალიმელი ქართველი მონაზვნისა, რომელსაც, მაჰმადიანურ სიწმინდეთა ხელყოფისათვის, არაბი ამირას ბრძანებით, თავი მოჰკვეთეს. წმ. ნიკოლოზ დვალის „ცხოვრების“ ტექსტი ჩაკინძულია XI ს. წერილობითს ძეგლში, გიორგი მთაწმიდელის მიერ შედგენილ „დიდ სვინაქსარში“. სხვა წერილობითი თხზულება მის შესახებ შემორჩენილი არ არის.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9