ნუსხა-ხუცური // კუთხოვანი დამწერლობა, ქართული ანბანის განვითარების მეორე საფეხური, რომელიც უშუალოდ ასომთავრულის (მრგლოვანის) გრაფიკული გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბდა. „ნუსხური“ ნაწარმოებია სიტყვისაგან „ნუსხა“, რომელიც ჩქარად ნაწერს ნიშნავს (სულხან- საბა ორბელიანი). გარდა ამისა, ნუსხა ერქვა დედანსაც. ნუსხურ დამწერლობას ხშირად მოიხსენიებენ „ნუსხა- ხუცურის“ სახელწოდებით, როგორც ხუცურის (ასომთავრულისა და ნუსხურის საერთო სახელწოდება) ერთ- ერთ სახეობას. ნუსხური დამწერლობის პირველი ნიმუშები IX ს. არსებობს. უძველესად ითვლება ატენის სიონის ერთ- ერთი წარწერა, რომელიც 835 წ. თარიღდება. ხელნაწერებში ნუსხური დამწერლობა პირველად გვხვდება 864 წ. სინური მრავალთავის ანდერძში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]