ოვ ოზ ოთ ოლ ონ ოპ ორ ოს ოქ ოც
ოლა ოლო

ოლარი

ბერძნ. „ეპიტრაქილიონი“

ეპიტრაქილი, მღვდელმსახურის შესამოსელი; გრძელი, გულზე ჩამოსაკიდი, ორნაწილიან ფართო ლენტი, გინგილას მსგავსი. მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილისაგან იმით განსხვავდება, რომ ორმაგადაა მოკეცილი, კისერზე შემოხვეული და წინიდან ორი ბოლოთი ეშვება ქვემოთ. ოლარი ბოლოვდება ფოჩებით. ამკობენ ნაქარგი ჯვრებითა და ვაზის, თევზის ან სხვა მსგავსი სიმბოლური გამოსახულებებით; იქარგება ოქროს ან ვერცხლის ძაფებით. მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილაზე ორმაგად აღმატებულ მადლს აღნიშნავს, რომელიც მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისათვის ეძლევა. ოლარზე სულ შვიდი ჯვარი უნდა იყოს გამოსახული.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9