ოვ ოზ ოთ ოლ ონ ოპ ორ ოს ოქ ოც
ონი ონკ ონო

ონისიფორე დიდსქემოსანი (XVIII ს.)

წმ. ონისიფორე გარეჯელი, ერისკაცობაში ოთარ ქარუმიძე, ბერი; დაიბადა მდიდარი აზნაურის ოჯახში; სიცოცხლის ნახევარზე მეტი სამშობლოს დასაცავად ბრძოლის ველზე გაატარა. 63 წლის ასაკში დავით გარეჯელის მონასტერში ბერად აღიკვეცა. 1775 წ. მონასტერი ლეკებმა დაარბიეს და რამენიმე ბერი გაიტაცეს, მათ შორის – ბერი ონოფრე. ბევრი აწამეს ქრისტეს სარწმუნოებისთვის, მაგრამ ყველაფერს გაუძლო. მოგვიანებით ქართველებმა ბერები გამოისყიდეს. 1782 წ. ონოფრე დიდი სქემით შემოსეს და სახელად ონისიფორე უწოდეს. მან სხეულზე რკინის ჯაჭვი დაიდო, სენაკში ჩაიკეტა და მდუმარების ღვაწლი იდო თავს.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9