სულთნის ოსმალეთის ოფიციალური სახელწოდება (მომდინარეობს ოსმალთა დინასტიის დამაარსებლის, ოსმან I-ის, სახელიდან); შეიქმნა XV – XVI სს. ოსმალთა დაპყრობების შედეგად აზიაში, ევროპასა და აფრიკაში. ძლიერების მწვერვალს მიაღწია XVI საუკუნეში. XVII ს. დასასრულიდან თანდათან დაკარგა დაპყრობილი ტერიტორიები, ხოლო პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ (1918 წ.) საბოლოოდ დაიშალა; 1922 წ. არსებობა შეწყვიტა ოსმალთა სასულთნომაც. მის ბაზაზე შეიქმნა მთურქეთის რესპუბლიკა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]