პა პე პი პო პრ
პავ პალ პან პაპ პარ პას პატ

პავლე დეკანოზი (XV ს.)

პეტრე იბერიელის ქართული „ცხოვრების“ რედაქტორი; როგორც ცნობილია, პეტრე იბერის (V ს.) ცხოვრება ასურულ ენაზე აღწერა მისმა მოწაფე ზაქარიამ, ქართულად კი თარგმნა მაკარი ხუცესმა: „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა პეტრე ქართველისაჲ, რომელი იყო ძე ქართველთა მეფისაჲ“. ძეგლის უძველეს ხელნაწერს (XV ს. გადაწერილია პეტრიწონის მონასტერში), ერთვის სამი ანდერძი ავტორის, მთარგმნელისა და რესტავრატორ პავლე დეკანოზისა. ეს უკანასკნელი რედაქტირების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ დედანი, რომლიდანაც ის წერდა, აშლილი და უთავბოლო ყოფილა, საეკლესიოდ საკითხავი წიგნი კი „არა აშლილი ხამსო“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9