ღირსი პავლე თებაიდელი, საეკლესიო მოღვაწე, დაიბადა ეგვიპტის ქალაქ თებაიდაში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ერთ გამოქვაბულში დამკვიდრდა და ოთხმოცდაცამეტი წელი დაჰყო. მუხლმოყრილი აღესრულა ას ცამეტი წლის ასაკში. XII ს-ში, იმპერატორ მანუელის ბრძანებით, წმინდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს, შემდეგ – ვენეციაში, აქედან კი – უნგრეთში. ღირსი პავლეს თავის ნაწილი რომშია დაცული.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]