პა პე პი პო პრ
პავ პალ პან პაპ პარ პას პატ

პავლე მოციქული // სავლე (I ს.)

იესო ქრისტეს რჩეული მოწაფე, „მოციქულთა თავი“ წმ. პეტრესთან ერთად; ქრისტიანობის დაუძინებელი მტერი, მონათვლამდე იხსენიებოდა საულად, სავლედ. იერუსალიმიდან განდევნა ქრისტიანები, იმპერატორის ნებართვით დამასკოდანაც გადაწყვიტა მათი გარეკვა. ამ მიზნით მიეშურებოდა კიდეც დამასკოსაკენ. ქალაქთან მიახლოებისას უეცრად დამაბრმავებელი სიკაშკაშის სინათლის სვეტი დაეშვა მის წინ და ზეციდან ხმა მოესმა: „საულ, საულ, რაჲსათვის მდევნი მე?“. თავზარდაცემული, მხედველობაჩამქრალი საული ძირს დავარდა და ისე შეღაღადა მაცხოვარს: „რაჲ ვქნა, უფალო?“ მაცხოვარმა მიუგო, რომ დამასკოში გაიგებდა, რაც უნდა ეკეთებინა. იესო ქრისტემ მას გამოუგზავნა მოძღვარი ანანია, რომელმაც მხედველობა მყისიერად აღუდგინა, მონათლა და იმ დღის შემდეგ ღვთისმგმობელი სავლე ქრისტეს წმ. მოციქულ პავლედ გადაიქცა. იგი ავტორია 14 ეპისტოლისა, რომლებიც შეტანილია ახალ აღთქმაში. მოციქულებიდან პავლე ყველაზე გულმხურვალე მოღვაწეობით გამოირჩეოდა, რისთვისაც შეიპყრეს და, როგორც რომის საპატიო მოქალაქეს, თავი მოჰკვეთეს.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9