პა პე პი პო პრ
პავ პალ პან პაპ პარ პას პატ

პაპი

კათოლიკური ეკლესიის მეთაური; ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში პაპად იწოდებოდა ყველა მღვდელმსახური და ეპისკოპოსი. რომის ეპისკოპოსის პაპად ხსენების პირველი დოკუმენტია წმ. კალისთეს ეკლესიაში აღმოჩენილი დიაკონ სევერუსის (296 – 304 წწ.) წარწერა. IV ს. დასასრულს პაპი რომის ეპისკოპოსის სპეციფიკურ წოდებად, VIII საუკუნიდან კი – მის გამორჩეულ ტიტულად იქცა. ამავე დროს იწყებს დამკვიდრებას გამოთქმა Summus Pontifex (უმაღლესი პონტიფექსი), რომელიც მანამდე მხოლოდ ქრისტესთან მიმართებით გამოიყენებოდა. მიიჩნევენ, რომ პაპი იესო ქრისტემ მთელი თავისი სამწყსოს მწყემსად დაადგინა და ეკლესიის გასაღები მიანდო; რომ მას ეკლესიაზე აქვს სრული, უზენაესი და უნივერსალური ძალაუფლება, რომლის აღსრულებაც მუდამ თავისუფლად შეუძლია.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9