ბერძნ. „თხოვნა“, „გულმოდგინე ვედრება“, „ნუგეში“ სავედრებელი ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა ან სხვა წმინდანებისადმი. აღესრულება საზოგადო და კერძო საჭიროებისამებრ. არსებობს სამადლობელი პარაკლისი, როდესაც ღმერთს მადლობას სწირავენ განსაკუთრებული შეწევნისათვის. ზოგჯერ მას იხდიან ღვთის რისხვის ასაცილებლად, სავედრებელს კი – ავადმყოფობის, გვალვის, მიწისძვრის, ომის, ეპიდემიის, ხანძრის დროს და სხვ.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]