პართიის სამეფო ძველი სახელმწიფო კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით ირანის, ერაყისა და თურქმენეთის ტერიტორიებზე; პართიის სამეფო წარმოადგენდა რომაელთა მეტოქეს აღმოსავლეთში. რომის ლეგიონებს უჭირდათ ბრძოლა პართიელი მხედრების, განსაკუთრებით – ცხენოსანი მოისრეების, წინააღმდეგ ახ.წ. 224 წ. პართიის სამეფო დაამხვეს აჯანყებულმა სასანიანებმა. მისი ტერიტორია შევიდა სასანური ირანის შემადგენლობაში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]