პა პე პი პო პრ
პავ პალ პან პაპ პარ პას პატ

პასექი

ებრ. ფესახ, „გვერდი აუარა“
ბერძნ. პასქა, „ვნება“, „წამება“

ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაული – აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. თავდაპირველად ეს იყო პირველი მოსავლის დღესასწაული როგორც მიწათმოქმედთათვის, ისე – მწყემსთათვის, შემდეგ ეგვიპტის მონობისაგან იუდეველთა თავის დაღწევის აღსანიშნავ ზეიმად იქცა. ებრაელთათვის ეს დღესასწაული ეგვიპტეში დაბადებულ პირველშობილთა სიკვდილის გახსენებასა და გამოსვლის დასაწყისს უკავშირდება. 325 წ. ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დადგინდა, რომ პასექი (აღდგომა) იდღესასწაულებოდეს გაზაფხულზე მთვარის აღვსების შემდგომ კვირა დღეს.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9