„მამათა ცხოვრება“ // „სამოთხე“, ძველი ხელნაწერი კრებული, რომელშიც თავმოყრილია წმ. მამების, სამონასტრო მოღვაწეების, ცნობილი ასკეტების ცხოვრების ამსახველი თხზულებები. აგრეთვე, პატერიკი შეიძლება იყოს მათივე ბრძნული, აფორიზმული გამონათქვამები და სენტეციები რელიგიურ-ზნეობრივ თემებზე. ქართულად პატერიკს „მამათა ცხოვრება“ ან „სამოთხე“ ეწოდება.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]