პა პე პი პო პრ
პერ პეტ

პეროზი (V ს.)

სასანიდური ირანის მე-18 შაჰინშაჰი, იეზდიგერდ II-ის უფროსი ვაჟი; როგორც იაკობ ხუცესის „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ მოგვითხრობს, პეროზს მეფობის მერვე წელს (467 წ.) ესტუმრა ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი, რომელმაც აღიარა ატროშანი და პეროზის ქალიშვილი შეირთო ცოლად. პეროზის პოლიტიკას აქტიურად და შეუპოვრად ებრძოდა ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალი. 484 წ. აჯანყებული ქართლის ასაოხრებლად გაგზავნილი სპარსული ჯარი სწორედ პეროზის ჰუნების წინააღმდეგ ომში დაღუპვის ამბავმა გააბრუნა უკან, ირანში. პეროზი მოიხსენიება ბოლნისის სიონის ტაძრის ერთ-ერთ წარწერაში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9