პა პე პი პო პრ
პერ პეტ

„პეტრე ქართველის ცხოვრება“

თხზულებაში აღწერილია V ს. მოღვაწის, იბერიის მეფე ბაკურის ძის – პეტრე იბერიელის ცხოვრება, რომელიც მოღვაწეობდა სირია-პალესტინაში. პეტრე იბერის ცხოვრება ასურულ ენაზე აღწერა მისმა მოწაფე ზაქარიამ, ქართულად კი თარგმნა მაკარი ხუცესმა: „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა პეტრე ქართველისაჲ, რომელი იყო ძე ქართველთა მეფისაჲ“. ძეგლის უძველეს ხელნაწერს (XV ს. გადაწერილია პეტრიწონის მონასტერში), ერთვის სამი ანდერძი ავტორის, მთარგმნელისა და რესტავრატორ პავლე დეკანოზისა. ტექსტი ორი რედაქციითაა მოღწეული. XVIII ს. შემუშავდა ამ ნაშრომის მოკლე სვინაქსარული რედაქცია „დაძინება წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა პეტრე ქართველისა, მაიამოს ქალაქის ეპისკოპოსისა“. შეიქმნა რამდენიმე საკითხავი და საგალობელი პეტრე იბერზე. ამ თხზულებებს ვხვდებით ქართულ აგიოგრაფიულ კრებულებში, „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეულ რედაქციაში და სხვ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9