პა პე პი პო პრ
პოლ პონ პორ

პორფირი მონაზონი (XVIII ს.)

წმ. პორფირი გარეჯელი დავითგარეჯის მონასტრის მოღვაწე, რომელიც ათი წლის ასაკში შესწირეს მონასტერს, სადაც იგი აღიზარდა და განისწავლა. 16 წლის დიაკვნად ეკურთხა, 20 წლისა – მონაზვნად და ცნობილი მწიგნობრის, გაბრიელ მცირის, სულიერი შვილი გახდა. მიიცვალა 27 წლის ასაკში უკურნებელი სენით. მისი წმინდა ნაწილები დავითგარეჯის მონასტერში დაკრძალეს. წმ. პორფირის გადაუწერია რამდენიმე ხელნაწერი, მათ შორის – საკუთარი მოძღვრის შედგენილი კრებულები.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9