პა პე პი პო პრ
პრი პრო

პროხორე ქართველი (XI ს.)

გიორგი პროხორე, იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი; ღვთისმსახურება ადრე დაიწყო. დიაკვნად აკურთხეს წყაროსთავის მონასტერში. იქ მიიპყრო ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, ეფვთიმე გრძელის, ყურადღება, დაემოწაფა მას და გაჰყვა პალესტინაში, სადაც წმ. საბა პალესტინელის ლავრაში მღვდლად აკურთხეს. იერუსალიმში ცხოვრებამ საშუალება მისცა გასცნობოდა ქალაქში უკვე ძველთაგან არსებულ ქართველთა დასახლებების ცხოვრებას და განეზრახა მოეწყო ცენტრი, რომელიც გარს შემოიკრებდა ქალაქსა და მის შემოგარენში მცხოვრებ ქართველებს. საამისოდ შეარჩია გზაჯვარედინი „მახლობლად იერუსალიმისა დასავლეთ კერძო“ და, სამეფო კარის დახმარებით, დააარსა ჯვრის მონასტერი. იგი ამ სავანის წინამძღვარი გახდა და რამდენიმე წლის მოღვაწეობის შემდეგ წავიდა არნონის უდაბნოში (პალესტინა), სადაც გარდაიცვალა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9