თხზულებაში აღწერილია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორია და მისი დამაარსებლის, წმ. პროხორეს (XI ს.), ცხოვრება და ღვაწლი. ცნობები პროხორეს შესახებ გაბნეულია გიორგი მცირის თხზულებაში „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაჲ“ და სხვადასხვა ხელნაწერთა შემდეგ მოკლე პერიოდში (1066 – 1070 წწ.), უნდა შექმნილიყო სვინაქსარული თხზულება „მიცვალებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა პროხორისი“, რომელიც, ზოგიერთი მოსაზრებით, საქართველოშია დაწერილი, მეორე ვარაუდით კი – პალესტინაში, კერძოდ, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. აღსანიშნავია ისიც, რომ თხზულება შეტანლია წმ. გიორგი მთაწმიდელის მიერ ბერძნულიდან თარგმნილ „დიდი სვინაქსარის“ რამდენიმე ნუსხაში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]