„ცხორებაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ანტონი მარტომყოფელისაჲ“ -ცნობები წმ. ანტონ მარტყოფელის შესახებ მოცემულია წმ. იოანე ზედაზნელისა და წმ. შიო მღვიმელის „ცხოვრებანში“; მის შესახებ გვაქვს არსენ ბულმაისიმისძის (XIII ს.) საგალობელი, რომელიც ეძღვნება მარტყოფის ხელთუქმნელი ხატის ედესიდან საქართველოში ჩამოტანას და აქ პირველადაა მოცემული ცნობები წმ. ანტონ მარტყოფელის შესახებ. ანტონ I კათალიკოსმა თავის „მარტირიკაში“ (XVIII ს.) შეიტანა სვინაქსარული ტექსტი „წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ანტონი მარტომყოფელისაჲ“, რომელიც მოგვიანებით ჩართეს „ქართლის ცხოვრების“ ზოგიერთ ნუსხაში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]