ჟა
ჟამ

ჟამობა

1. საეკლესიო ლოცვა და გალობა, ჟამნის (ლოცვების წიგნის) წაკითხვა და ზეპირად თქმა. აღნიშნავს საკუთრივ ფსალმუნთა გალობასაც სათანადო ჟამთა, ანუ საათთა, მიხედვით და გვხვდება „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“: „ეკლესიად მივედი და ვისმენდი ჟამობასა მას მათსა... ფრიად სულნელ არს და ჰამო ჟამობაჲ მათი“. ასევე, უაღრესად საინტერესოა „ცხრა ყმა კოლაელთა მარტვილობა“. აგიოგრაფი გადმოგვცემს: „და ვითარცა შთაჴდეს ყრმანი იგი მდინარესა მას და ნათელ-ჰსცა ხუცესმან მან სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა და იტყოდა ჟამობასა ამას, – „სული წმიდაჲ გარდამოჴდა, ვითარცა ტრედი ზედა იორდანესა, რაჟამს ქრისტჱ ნათელს-იღებდა, ანგელოსნი თანა უდგეს, ამას გალობასა იტყოდეს: ალილუიაჲ, ალილუიაჲ“. „კოლაელთა მარტვილობაში“ დაფიქსირებული ნათლობის წესის ეს „ჟამობა“ ერთ-ერთ უძველეს წყაროდ უნდა მივიჩნიოთ ნათლისღების საიდუმლოს გალობისა (ჟამობისა), რომელიც დანერგილია ლიტურგიკულ პრაქტიკაში: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გჳღებიეს და ქრისტე შეგჳმოსიეს, ალილუია, ალილუია, ალილუია“;

2. იგივე ჟამიანობა, შავი ჭირის ეპიდემია.

სინონიმი: ჟამიანობა
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9