ჰერეთის სამეფო, ქართული ფეოდალური სახელმწიფო (IX ს. დასასრული და XI ს. დასაწყისი); IX _ X სს. კახეთის სამთავროს მეზობლად არსებული ჰერეთის სახელმწიფოს ქართულ და უცხოურ წყაროებში ეწოდება „შაქი“, „კამბეჩანი“. ის, აგრეთვე, მოიხსენიება სახელწოდებით „რანი“. კახეთ-ჰერეთის სამეფო ერთიანი საქართველოსაგან განცალკევებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა და მისი მესვეურები „კახთა და რანთა (ჰერთა) მეფის“ ტიტულს ატარებდნენ. ქართულ შუასაუკუნოვან წყაროებში „რანებად“ ერთ-ერთი ალბანური ტომიც იწოდება. ალბანური ტომები იმავე წყაროებში ჰერებადაც მოიხსენიენებიან. ამიტომაც, „რანი“ და „ჰერეთი“ ამ წყაროების თანახმად, იდენტური ცნებებია.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]