ქრისტესთვის პირველი წამებული საქართველოში; ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწე; გაქრისტიანებული სპარსი; გამზრდელი, მამამძუძე ვახტანგ გორგასალის მეუღლის, ბალენდუხტისა (ირანის შაჰის ასული), რომელსაც გამოჰყვა ქართლში. ირანელების წინააღმდეგ ვახტანგ გორგასლის ომის დროს რაჟდენი ტყვედ ჩავარდა. შაჰმა მოსთხოვა ქრისტიანობის უარყოფა. მიუხედავად ტანჯვა-წამებისა, არ დაუბრუნდა ცეცხლთაყვანისმცემლობას. მაშინ შაჰმა გაგზავნა წრომში დაბანაკებულ ირანელთა ლაშქრის მეთაურთან, რომელმაც სიკვდილით დასაჯა – ძელზე გააკრეს და ისრები დაუშინეს. რამდენიმე ხნის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის ინიციატივით, წმ. რაჟდენის ნეშტი ნიქოზის ეკლესიაში გადმოასვენეს. გორგასალმა ეს ეკლესია საეპისკოპოზო ტაძრად აქცია.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]