რა რე რი რკ რო რუ რწ
რაა რან რაჟ რაფ რაქ

„რაჟდენის მარტვილობა“

„წამებაჲ და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისი, რომელი იწამა ჟამთა დიდისა მეფისა ვახტანგისათა სპარსთა მიერ ქართლს შინა, სოფელსა შინა წრომს“ // „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა მოწამისა რაჟდენისთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“ _ ყველაზე ადრეული საისტორიო წყარო, რომელშიც დაცულია ცნობები წმ. რაჟდენის შესახებ, არის ჯუანშერის ვახტანგ გორგასლის ცხოვრება (ჯუანშერის მოღვაწეობის ხანად, ტრადიციულად, მიჩნეული იყო XI ს., მაგრამ უახლოესი გამოკვლევებით დგინდება, რომ აღნიშნული თხზულებები VIII ს. დაწერილი). ჩვენამდე მოღწეულია წმ. რაჟდენის მარტვილობის ამსახველი ორი გვიანდელი (XVIII ს.) აგიოგრაფიული ძეგლი – ბესარიონ ორბელიშვილის „წამებაჲ და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისი, რომელი იწამა ჟამთა დიდისა მეფისა ვახტანგისათა სპარსთა მიერ ქართლს შინა, სოფელსა შინა წრომს“, დაწერილი XVIII ს-ის 20-იან წლებში (გარდა „მარტვილობისა“, ბესარიონს წმ. რაჟდენისადმი მიუძღვნია სპეციალური ჰიმნოგრაფიული კანონი – „საგალობელი პირველმოწამისა რაჟდენისა“) და ანტონ კათალიკოსის „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა მოწამისა რაჟდენისთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“, დაწერილი 1768-1769 წწ. (გარდა ამისა, თავის „სადღესასწაულოში“ ანტონმა წმ. რაჟდენს საგალობელთა მთელი ციკლი მიუძღვნა) – ეს თხზულებები მოგვითხრობს სპარსეთიდან წმ. რაჟდენის ჩამოსვლის, გაქრისტიანებისა და ცეცხლთაყვანისმცემლობის ღალატისათვის სპარსელების მიერ მისი სიკვდილით დასჯის ამბებს.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9