აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
ანა ანგ ანდ ანთ ანი ანნ ანტ ანჩ ანჭ

ანტონ დიდი (III – IV სს.)

ანტონი მეგვიპტელი, ქრისტიანი განდეგილი; დაიბადა კომაში (ეგვიპტე) შეძლებული ქრისტიანი კოპტის ოჯახში. მან ქონება გლაკახებს დაურიგა, თავისი სოფლის მახლობლად ერთ ქოხში დაეყუდა და მოსაგრე ცხოვრება დაიწყო. ოცდათხუთმეტი წლისა თებაიდის უდაბნოს სიღრმეში შევიდა და იქ ოცი წელი გაატარა სრულ მდუმარებაში. სულ ოთხმოცდახუთი წელი დაჰყო უდაბნოში. გარდაიცვალა ას ხუთი წლის ასაკში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9