რუქნ ალ-დინ სულეიმან შაჰი // სულეიმან II, რუმის სულთანი 1196 – 1204 წწ; დაამხო საკუთარი ძმის მმართველობა და 1196 წ. რუმის სულთანი გახდა. იბრძოდა მეზობელი მმართველების წინააღმდეგ და სასულთნოს ტერიტორიებს აფართოებდა. 1201 წ. დაიპყრო ერზურუმი. შეწუხებული იყო საქართველოს სიძლიერით, ამიტომ 400 ათასი მეომარი შეკრიბა და საქართველოსკენ გამოეშურა, თამარ მეფეს კი მუქარითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით სავსე წერილი გაუგზავნა. თამარმა სასწრაფოდ შეკრიბა საქართველოს მხედრობა, ვარძიამდე მიაცილა, დალოცა და მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნა. ბრძოლა გაიმართა ბასიანში 1203 წ. და ქართველების გამარჯვებით დასრულდა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]