რა რე რი რკ რო რუ რწ
რწმ

რწმენა

1. მტკიცე შეხედულება, დაჯერება, სარწმუნოდ მიჩნევა, აღიარება რაიმესი ან ვინმესი;

2. მრწამსი, მსოფლმხედველობა, მოძღვრება, რელიგია, რომელსაც იზიარებს გარკვეული ჯგუფი, წოდება ან ცალკე ადამიანი რელიგიური სისტემისა (მაგ.: ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდას რწმენა). მტკიცე დამოკიდებულება მოვლენის ან საგნებისადმი, როცა ვინმეს ისინი სწამს და მიაჩნია ნამდვილად, სწორად, ჭეშმარიტად, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ასეთი შეხედულება მეცნიერულად დამტკიცებული, პრაქტიკით შემოწმებული. რწმენა, როგორც წესი, განისაზღვრება კონკრეტული იდეის ან ფაქტის ჭეშმარიტების გონებრივ აღიარებად.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9