ს ა სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სძ სჯ სჳ
საა საბ საგ სად სავ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას საქ საც საწ სახ საჰ

სააკაძე გიორგი // სააკაძე გიორგი სიაუშის ძე (1580 – 1629 წწ.)

მოურავი გიორგი სააკის ძე, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, მხედართმთავარი და სამხედრო სტრატეგი; მისი მთავარი დამსახურება სამშობლოს წინაშე იყო ის, რომ ქართლ- კახეთის მოსახლეობა იხსნა ყიზილბაშების სრული ფიზიკური განადგურებისაგან. ამავე დროს, სააკაძე იბრძოდა თავადების თვითნებობის ასალაგმად, ბატონყმური რიგის დაცვისა და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისთვის. ბესარიონ ორბელიშვილი აგიოგრაფიულ თხზულებაში „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა, მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“ გვაუწყებს: „მოურავი გიორგი სააკის ძე, ქველი იგი მჴედარი და უშიში გონებითა, რომელი სიმჴხნითა და ახოვნებითა ზეშთა ჰმატებდა ყოველთა კაცთა“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9