ს ა სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სძ სჯ სჳ
საა საბ საგ სად სავ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას საქ საც საწ სახ საჰ

საბა // საბან იშხნელი (IX ს.)

საეკლესიო მოღვაწე, იშხნის ეპისკოპოსი და მეორედ მაშენებელი, წმ. გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილი და თანამოღვაწე; მასთან ერთად ცხოვრობდა ჯერ ოპიზის, შემდეგ – ხანძთა მონასტერში; წმ. გრიგოლთან ერთად იმოგზაურა კონსტანტინოპოლსა და ბიზანტიის სხვა საეკლესიო ცენტრებში იქაური სამონასტრო წესდებების გასაცნობად და საქართველოში გადმოსანერგად. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ გადავიდა იშხანში, სადაც 30-იან წლებში, ბაგრატ I-ის დახმარებით, განაახლა იშხნის გაუქმებული საეპისკოპოსო საყდარი და გახდა „იშხნისა მეორედ მაშენებელი და ებისკოპოსი“. გამოთქმულია ვარაუდი, რომ საბა იშხნელი ეწეოდა ლიტერატურულ- მთარგმნელობითს მუშაობასაც.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9