ს ა სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სძ სჯ სჳ
საა საბ საგ სად სავ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას საქ საც საწ სახ საჰ

საბინინი მიხეილ (1845 – 1900 წწ.)

საბინაშვილი მიხეილ (მიხაილ) // ბერი გობრონი, ხატმწერი, ქართული ეკლესიის ისტორიკოსი და მოამაგე; სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ კი – პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. პეტერბურგშივე აღიკვეცა ბერად და მეორე სახელად აირჩია გობრონი. საბინინს ეკუთვნის ცნობილი ხატი „საქართველოს დიდება“ („ქართული ეკლესიის დიდება“). 1871 წელს რუსულად გამოაქვეყნა „ქართული ეკლესიის წმინდანების ცხოვრებათა სრული აღწერილობა“; 1877 წ., ასევე რუსულად – „ქართული ეკლესიის ისტორია“; 1881 წ. მისი ინიციატივით დოდორქის დანგრეული მონასტრიდან დავითის ლავრაში გადმოასვენეს წმ. დოდო გარეჯელის ნაწილები. მონასტერს შესწირა რუსეთიდან ჩამოტანილი ხის კანკელი და სხვა საეკლესიო ინვენტარი. მიხეილ საბინინმა თავდაუზოგავი შრომით დაიწყო მასალების მოძიება-შეგროვება და 1882 წ. ერთ წიგნად პეტერბურგში გამოსცა ორმოცდაათამდე ქართველი წმინდანის ცხოვრება და მოღვაწეობა სათაურით: „საქართველოს სამოთხე: სრული აღწერაჲ ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱლოს წმიდათა. შეკრებილი ხრონოლოგიურად და გამოცემული პეტერბურღის სასულიერო აკადემიის კანდიდატის ივერიელის გობრონ (მიხაილ) პავლის ძის საბინინის მიერ“. მის სახელთანაა დაკავშირებული ბოდბის ტაძრის განახლება და დედათა მონასტრის დაარსება. ტაძრის სამრეკლოს დაედგა გუმბათი და მონასტერს დაუბრუნდა კუთვნილი დიდძალი ნივთები, მათ შორის ცხრამეტფუთიანი ჯვარი. მონასტერთან დააარსა სახელსაქმო სკოლა სიღნაღის მკვიდრი ღარიბი ყმაწვილებისათვის. გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, დაკრძალულია მოსკოვის წმ. დანიელის მონასტერში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9