ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში; უჭირავს ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი და მიმდებარე კუნძულები (კრეტა, ევბეა, როდოსი, ლესბოსი). სახელწოდება მომდინარეობს გრაიების ტომის ლათინური სახელისგან, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიაში ძვ. წ. VIII ს.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]