ს ა სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სძ სჯ სჳ
საა საბ საგ სად სავ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას საქ საც საწ სახ საჰ

საბეჭური

ახლად აღკვეცილი მონაზვნის სამოსელი; ზოგჯერ მის სინონიმად გვხდება პალეკარტი. ძველად საბეჭურს იცვამდნენ ჟამისწირვის დროს, ხოლო ფილონს – ცისკარსა და მწუხრზე. „წმ. გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში“ მოთხრობილია, რომ სვიმეონ მესვეტის მონასტერში ახლადჩამოსულმა ერთმა ქართველმა ხუცესმა, ქართულ მონასტერში დამკვიდრებული ჩვეულების თანახმად, ჟამისწირვა შეასრულა არა ფილონში, არამედ – საბეჭურში, რის გამოც ბერძენთა რისხვა დაიმსახურა და ამის შემდეგ ქართველებს, საერთოდ, აეკრძალათ სვიმეონის ლავრაში ჟამისწირვის ჩატარება. ეს უფლება მათ წმ. გიორგი მთაწმიდელის ამ ლავრაში მოღვაწეობის დროს დაიბრუნეს. ქართულ ეკლესიაში ათონის პერიოდამდე საბეჭური ეწოდებოდა სამღვდელო სამოსელს (იხ. „წმ. ილარიონ ქართველის ცხოვრება“).

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9