1. ადგილი მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე; იოანე საბანისძის თანახმად, აქ გაიტანეს წმ. აბოს გვამი: „და ვითარცა გამოიღეს წმიდაჲ იგი გუამი წმიდისა მის გარეშე ქალაქსა და აღიღეს ადგილსა, რომელსა საგოდებელ ეწოდების, რამეთუ მუნ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათაჲ“;
2. გოდების ადგილი, სასაფლაო.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]