საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსო ისტორიულ კლარჯეთში. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, მთელ კლარჯეთ-შავშეთში ეს ერთი ეპარქია არსებობდა; რომ კლარჯეთის უდაბნოთა მღვდლები და დიაკვნები „ანჩელთა ეპისკოპოსთაგან იკურთხევიან“. ნიშანდობლივია, აგრეთვე, რომ წმ. გრიგოლის სიკვდილის შემდეგ ზემოხსენებულ სავანეთა არქიმანდრიტობა სწორედ ანჩელ ეპისკოპოსზე გადავიდა. ანჩის საეპისკოპოსო და ანჩელები აქტიურად იყვნენ ჩაბმული ქვეყნის შინაფეოდალურ- პოლიტიკურ ბრძოლებში. ამ მხრივ აღსანიშნავია „წმ. გრიგოლ ხანძთელის“ ცხოვრებაში აღწერილი ანჩელი ცქირის ეპიზოდი. ცქირმა ანჩის საეპისკოპოსო კათედრა არაბი ამირას დახმარებით დაიკავა და მრევლის უკმაყოფილებაც დაიმსახურა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]