ს ა სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სძ სჯ სჳ
საა საბ საგ სად სავ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას საქ საც საწ სახ საჰ

სამთავისი (V ს.)

შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია V საუკუნეში. მას კიდევ სამი ეკლესია: წილკნის, მეტეხის და რუისის ეკლესიები აუშენებია და, როცა ოთხივე ეკლესია ერთმანეთს შეადარეს, თავისი დიდებულებით ერთი მათგანი დანარჩენ სამს სჯობდა, ამიტომ უწოდეს სამთავისი. VI ს.-ის 50-იანი წლებიდან აქ ერთ-ერთი ასურელმა მამამ – წმ. ისიდორემ დაიწყო სამონასტრო და საგანმანათლებლო ცხოვრება. 1030 წ. სამთავისის საეპისკოპოსო ტაძარი ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაველმა (იგივე ილარიონ სამთავნელი) ააგო. ტაძრის აგების შესახებ გვიამბობს დას. ფასადზე, კარს ზემოთ, ჯვრის რელიეფური გამოსახულების თავზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაც. X – XI სს. აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, ახლანდელი კი 1030 წ. თარიღდება.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9