წარმოშობით ბერძენი ეპისკოპოსი V ს. 70-80-იან წლებში; ვახტანგ გორგასლის მიერ მოწვეული ბიზანტიიდან, სხვა ეპისკოპოსებთან ერთად. ჯერ ქართლის ეპისკოპოსი იყო, შემდეგ – კათოლიკოსი. მოხსენიებულია იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამებაში“, რომ პირადად იცნობდა დედოფალსა და თანაუგრძნობდა მას.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]