ს ა სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სძ სჯ სჳ
საა საბ საგ სად სავ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას საქ საც საწ სახ საჰ

სამოელ VI (VIII ს.)

ქართლის კათოლიკოსი ნერსეს, გურგენისა და სტეფანოზის ერისმთავრობის პერიოდში; მისი კათოლიკოსობის დროს ქართლში ჩამოვიდა, მოინათლა და ეწამა სარკინოზი (არაბი) ჭაბუკი აბო, თბილელად (ტფილელად) წოდებული. სწორედ სამოელის ლოცვა-კურთხევით დაწერა იოანე საბანისძემ, როგორც თვითმხილველმა, „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი, რომელი იწამა ქართლს შინა, ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქუმული იოვანე, ძისა საბანისი. ბრძანებითა ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლსა კათალიკოზისაჲთა“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9