მცხეთაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სარკინეს (ახალტბის) ქედის სამხრეთი კალთა; „სარკინეს მთა“ ნახსენებია „წმ. შიოსა და ევაგრეს ცხოვრებაში“, კერძოდ: VI ს-ის მეორე ნახევარში ასურელი მამა წმ. შიო დამკვიდრებულა სარკინეს მთის ერთ-ერთ მღვიმეში („დაემკვიდრა სარკინისა მღჳმესა“).
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].