წმინდანთა სულების სამკვიდრებელი ზეცაში, სამოთხე; „ესე არს სამყოფი ანგელოზთა, სადა აწ წმიდანი არიან წინაშე ღმრთისა“ (სულხან-საბა ორბელიანი); ცათა სასუფეველი, ზეციერი სამეფო. წმ. მამათა მიხედვით, სასუფეველი ღვთისა არის სულიერად აღმატებული სამოთხე, რომლის მოპოვებისთვის აუცილებელია ნათლისღება, ეკლესიური ცხოვრება და უფლის მცნებების განუხრელი დაცვა, სინანული, აღსარება, ზიარება, ღვთის სათნო ცხოვრება.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].