ს ა სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სძ სჯ სჳ
საა საბ საგ სად სავ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას საქ საც საწ სახ საჰ

„საქართველოს სამოთხე“

1882 წ. პეტერბურგში დაიბეჭდა ბერი გობრონის, იგივე მიხეილ საბინინის (საბინაშვილი) ფუნდამენტური შრომა „საქართველოს სამოთხე: სრული აღწერაჲ ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱლოს წმიდათა. შეკრებილი ხრონოლოგიურად და გამოცემული პეტერბურღის სასულიერო აკადემიის კანდიდატის ივერიელის გობრონ (მიხაილ) პავლის ძის საბინინის მიერ“. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, წიგნს „უწოდე სახელად „საქართუჱელოს სამოთხე“. წიგნისა ამის მეორე, არცა დაბეჭდილა, არცა ხელნაწერი არა სადა იპოების, ესრე ვრცელი და სრული, ვითარ ეს წიგნი“. მიხეილ საბინინს თითქმის შვიდი წელი უგროვებია მასალა მონასტრებში თუ კერძო პირთაგან. ძირითადი ნაწილი რუსეთში გადასახლებულ ბატონიშვილთა კოლექციებიდანაც აუღია. ბევრი ხელნაწერი სწორედ „საქართველოს სამოთხემ“ დაიცვა და შემოგვინახა. მასში თავმოყრილია 43 აგიოგრაფიული ტექსტი, წიგნი 25 ილუსტრაციითაა შემკული.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9