ახალი აღთქმის წიგნი, რომელიც მოგვითხრობს ქრისტეს ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ მის მოწაფეთა მოციქულებრივ მოღვაწეობას. წიგნის ავტორად ითვლება წმ. ლუკა მახარებელი. ეს წიგნი, კათოლიკე და პავლე მოციქულის ეპისტოლეებთან ერთად, შეადგენს კრებულს, რომელსაც „სამოციქულო“ ეწოდება.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].