ს ა სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სძ სჯ სჳ
საა საბ საგ სად სავ სათ საკ სალ სამ სან საპ სარ სას საქ საც საწ სახ საჰ

საწელიწდოჲ იადგარი // იადგარი

სპარს. „ხსოვნა“, „სახსოვარი“

მთელი წლის რჩეული საეკლესიო დღესასწაულების საგალობელთა კრებული, ქრისტიანული ღვთისმსახურების ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბებული ქართული ჰიმნოგრაფიული კრებული; მასში თავმოყრილია საეკლესიო წელიწადის სხვადასხვა პერიოდისათვის განკუთვნილი განსხვავებული ფორმისა და დანიშნულების საგალობლები; იადგარი არის ღვთისმსახურების იერუსალიმური წესის ამსახველი ძეგლი, რომლის ბერძნული მოდელი ჩვენამდე მოღწეული არ არის. მასში კალენდარულ დღესასწაულთა რიგი ქრისტეს შობით იწყება; მარტსა და აპრილს შორის ჩართულია დიდმარხვისა და ზატიკის მოძრავი პერიოდების საგალობლები; შეიცავს ე. წ. აღდგომის დასდებლების, ანუ ოქტოიხოსის, საგალობლების რვახმიან კომპლექტს. მის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო „ქართული (იერუსალიმური) ლექციონარი“ (V – VII სს.). ქართულმა იადგარმა განვითარების დიდი გზა განვლო მოკლე რედაქციიდან უაღრესად მდიდარი რეპერტუარით წარმოდგენილ „საწელიწდო იადგარამდე“ (X ს.). იადგარის ჩვენამდე მოღწეული თითქმის ყველა ნუსხა X ს. თარიღდება. მათ შემოგვინახეს თარგმნილი და ორიგინალური საგალობლების უმდიდრესი რეპერტუარი და, ამავე დროს, უძველესი სანოტო სისტემით ჩაწერილი გალობათა მელოდიები. მიქაელ მოდრეკილის მიერ შედგენილ „იადგარში“ (978 – 988 წწ.) ყველაზე სრულყოფილად არის წარმოდგენილი ქართველ ჰიმნოგრაფთა შემოქმედება. ქართულ იადგარებს მნიშვნელობა აქვს ქართული და ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის ისტორიული თვალსაზრისით, რადგან იადგარის ბერძნული პირველსახე ჩვენამდე მოღწეული არ არის. ქართული იადგარები, „ქართულ (იერუსალიმურ) ლექციონართან“ ერთად, წარმოგვიდგენს ჰიმნოგრაფიის განვითარების თვალსაჩინო სურათს XI ს. დამდეგამდე.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9