ს ა სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სძ სჯ სჳ
სეგ სემ სენ სერ

სერაპიონ ზარზმელი (IX ს.)

სამცხეში ზარზმის მონასტრის დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი, „ახალი მნათობი“, „მოძღუარი“, „მასწავლებელი“ თავისი დროისა; წარმოშობით კლარჯეთიდან, ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა და შვილები მამამ აღზარდა. რამდენიმე წელიწადში მამაც გარდაიცვალა. წმ. სერაპიონი, მცირეწლოვან იოანესთან ერთად, ოპიზის მონასტერში მიქელ პარეხელთან მივიდა და ბერად შედგა, მოგვიანებით კი მიქაელის ბრძანებითვე მღვდლად ეკურთხა. სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ზარზმის მონასტერში. დაკრძალულია საკურთხევლის აღმოსავლეთით.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9