ს ა სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სძ სჯ სჳ
სეგ სემ სენ სერ

„სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“

„ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ სერაპიონისი“//„ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ღმერთ-შემოსილისა ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი“ - ნაწარმოებში ასახულია წმ. სერაპიონ ზარზმელის (IX ს.) ღვაწლი სამცხეში სამონასტრო ცხოვრების გაჩაღებასა და ზარზმის მონასტრის მშენებლობის საქმეში. თხზულების ავტორია ბასილი ზარზმელი, რომელსაც წმ. სერაპიონის ცხოვრება უნდა დაეწერა X ს. I ნახევარში (კ. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვლი, ე. გაბიძაშვილი, ს. ცაიშვილი, ნ. ვაჩნაძე, ე. ჭელიძე). არსებობს, აგრეთვე, განსხვავებული მოსაზრება, რომ „ცხოვრებაში“ მოთხრობილია არა IX – X, არამედ VI – VII სს-ების ამბები და, შესაბამისად, წმ. სერაპიონს უნდა ეცხოვრა VI ს-ის ბოლოს ან VII ს-ის დასაწყისში, ხოლო ცხოვრება დაწერილი უნდა იყოს VII ს-ში (პ. ინგოროყვა, ს. კაკაბაძე, ა. ბოგვერაძე, მ. ჩხარტიშვილი, პ. პეეტერსი, გ. ჩუბინაშვილი, ვ. ბერიძე). მ. ჯანაშვილს ბასილ ზარზმელი VIII ს-ის II მეოთხედის მოღვაწედ ჰყავდა წარმოდგენილი. ს. ჯანაშია და გ. მელიქიშვილი მიიჩნევენ, რომ თხზულება VIII – IX სს-ების ვითარებას ასახავს. როგორც `ცხოვრების~ ტექსტიდან ირკვევა, ბასილი ზარზმაში მოსულა სერაპიონის გარდაცვალების შემდეგ. ცნობები თავისი თხზულების დასაწერად მიუღია თვითმხილველებისა და ოჯახის წევრთა მონათხრობებიდან; საიტერესო მასალები მიუწოდებია გიორგი მაწყვერელს; ასევე, უსარგებლია „წმ. მიქელ პარეხელის ცხოვრებით“, რომლიდანაც ამოღებული უნდა იყოს ცნობები სერაპიონის ზარზმაში წარგზავნის შესახებ (`წმ. მიქელ პარეხელის ცხოვრება~ ამჟამად დაკარგულია. მისი არსებობის შესახებ მხოლოდ `წმ. სერაპიონის ცხორება~ გვატყობინებს).

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9