ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი; ცხოვრობდა გალილეის კანაში და ამიტომ ცნობილია, როგორც კანანელი. მას არ სჯეროდა ქრისტეს ღვთაებრიობა, სანამ იესომ სვიმონის ქორწილში წყალი ღვინოდ არ გადააქცია. სწორედ, ამ სასწაულით იწამა ქრისტე ღმერთად და გახდა მისი ერთ- ერთი მოწაფეთაგანი. ქრისტეს სწავლებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში, ლივიაში, კირინეასა და ბრიტანეთში. ბოლოს ჩამოვიდა საქართველოში და წამებით აღესრულა აფხაზეთში. დასაფლავებულია ქ. ნიკოპსიაში, ახალი ათონის მთაზე, სოხუმთან ახლოს. მე-19 საუკუნეში წმ. სვიმონ კანანელის სახელზე ახალი ათონის მთაზე ააგეს მონასტერი. დღემდე კარგადაა შემონახული გამოქვაბული, სადაც თავს აფარებდა წმ. მოციქული.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].