ს ა სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სძ სჯ სჳ
სვი

სვიმეონ ხუცესი (XVII ს.)

მღვდელი; მოხსენიებულია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა, მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“. ტექსტის მიხედვით, ლუარსაბ მეფე ცხირეთში იდგა მცირერიცხოვანი რაზმით. ოსმალები დოესის მიდამოებში გადაეყარა უფლისციხელ სომეხ ხუცესს, რომელსაც მოსთხოვა გზის სწავლება. ხუცესმა დაიწყო მტკვარზე გადებული ხიდის დაშლა, მერე კი მდინარის იქით მყოფ ქართველებს აცნობა, „რაჲთა მყის მიისწრაფონ მეფისა მიმართ“. მტერი მიუხვდა ჩანაფიქრს და წამებით მოკლა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9