ს ა სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სძ სჯ სჳ
სიბ სიდ სივ სიმ სინ სიო სირ სის

სინა

სინაის მთა, მთა სინის ნახევარკუნძულზე; ბიბლიის მიხედვით ღმერთი აქ გამოეცხადა მოსეს და ათი მცნება გადასცა. ქრისტიანები ამ მთაზე მე-3 საუკუნეში დამკვიდრდნენ, ქართველები კი მე-6 საუკუნეში მივიდნენ, თუმცა ქართული კოლონია მოგვიანებით, მე-9 საუკუნეში ჩამოყალიბდა. ერთ- ერთი ქართული ტაძრის აგება წმ. დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. სინას მთაზე მოღვაწეობდნენ იოანე მინჩხი, იოანე ზოსიმე, მიქაელ ფანასკერტელი, იოანე კუმურდოელი, იოანე სინელი და სხვ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9